ბილეთი №792 · საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშანი მუითითებს:

- ასაცხოვრებელი ზონის დასასრულს✓ სწორი პასუხი
- ბდასახლებული პუნქტის დასასრულს
- გქვეითთა ბილიკის დასასრულს
რატომ?
ეს ნიშანი საცხოვრებელი ზონის დასასრულს აჩვენებს: ზონისთვის დადგენილი წესები აქ მთავრდება. ის მთელ დასახლებულ პუნქტს კი არა, მხოლოდ საცხოვრებელ ზონას ამთავრებს და ზონის ყველა გამოსასვლელში დგას.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.22 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ – მიუთითებს 5.21 ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით