ბილეთი №845 · გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
დასაშვებია თუ არა ქვეითის სავალი ნაწილის კიდესთან გაადაგილება ქვეითთა მოძრაობისთვის გამოსადეგი ტროტუარის არსებობისას?
- ადაუშვებელია
- ბდასაშვებია, თუ მას გადააქვს დიდი მოცულების ტვირთი, რის გამოც მისი ტროტუარზე გადაადგილება დააბრკოლებს სხვა ქვეითებს✓ სწორი პასუხი
- გდასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში
რატომ?
თუ გზის კიდესთან გამოსადეგი ტროტუარია, ქვეითმა ის უნდა გამოიყენოს. გამონაკლისია ქვეითი, რომელსაც დიდი მოცულობის ტვირთი მიაქვს და ტროტუარზე სიარული სხვა ქვეითებს შეუშლიდა ხელს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ გზის სავალი ნაწილის კიდესთან არსებობს ქვეითთა მოძრაობისთვის გამოსადეგი ქვეითთა ბილიკი, ტროტუარი ან გზისპირი, ქვეითმა უნდა გამოიყენოს იგი, თუმცა უნდა დაიცვას სიფრთხილის აუცილებელი ზომები. ქვეითს, რომელსაც გადააქვს დიდი მოცულობის ნივთი, შეუძლია გადაადგილდეს გზის სავალი ნაწილის კიდესთან, თუ მისი ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე ან გზისპირზე გადაადგილება დააბრკოლებს სხვა ქვეითებს.