ბილეთი №838 · მოძრაობის უსაფრთხოება
მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
- ამოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე კონტროლის დაკარგვა✓ სწორი პასუხი
- ბმოსახვევში შესასვლელად სიჩქარის შემცირება უნდა განხორციელდეს მკვეთრი დამუხრუჭებით
- გმიზანშეწონილია მოხვევა განხორციელდეს მაღალი სიჩქარით
რატომ?
მოსახვევში საბურავებს ისედაც დიდი დატვირთვა აქვთ, ამიტომ მკვეთრმა დამუხრუჭებამ ან მაღალი სიჩქარით შესვლამ მართვის კონტროლი შეიძლება დაგაკარგვინოს, სველ გზაზე — განსაკუთრებით. სიჩქარე მოსახვევამდე შეამცირე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ (განსაკუთრებით გზის სველი ზედაპირის არსებობისას) შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლის დაკარგვა.