ავტოსკოლა

ბილეთი №863 · სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია

დაუსახლებულ პუნქტში, მოყინულ გზაზე, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:

  1. აარა უმეტეს 4 წამისა
  2. ბარანაკლებ 6 წამისა
  3. გარანაკლებ 9 წამისა✓ სწორი პასუხი
  4. დ12 წამზე ნაკლები

რატომ?

ყინულზე გაჩერებას ბევრად მეტი მანძილი სჭირდება, ამიტომ დაუსახლებელ პუნქტში მოყინულ გზაზე დისტანცია ისეთი უნდა იყოს, რომ წინა მანქანის ახლანდელ ადგილამდე მისვლას არანაკლებ 9 წამი დასჭირდეს. ჩვეულებრივ აქ 3 წამი საკმარისია, ყინულზე კი სამჯერ მეტი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: ჟ) მოყინულ გზაზე მოძრაობისას ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 6 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 9 წამისა. აღნიშნული წესი არ ვრცელდება გასწრების მიზნით იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლიდან გამოსვლის შემთხვევაზე, რომლის მძღოლსაც გასწრების განზრახვის თაობაზე მიცემული აქვს შესაბამისი სიგნალი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია