ავტოსკოლა

ბილეთი №864 · მოძრაობის უსაფრთხოება

სველი ზედაპირის მქონე გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. ამოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე კონტროლის დაკარგვა✓ სწორი პასუხი
  2. ბმუხრუჭის მკვეთრი გამოყენება ამცირებს სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობას
  3. გმოსახვევში შესვლისას სატრანსპორტო საშუალების მოცურების საშიშროების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია სიჩქარის შემცირება მუხრუჭის მკვეთრი გამოყენებით

რატომ?

სველ გზაზე საბურავი ნაკლებად ეჭიდება გზას, ამიტომ მოსახვევში მკვეთრმა დამუხრუჭებამ ან მაღალი სიჩქარით შესვლამ შეიძლება მანქანაზე კონტროლი დაგაკარგინოს. სიჩქარე მოსახვევამდე შეამცირე, მოსახვევში კი მუხრუჭზე რბილად დააჭირე.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: თ) მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ (განსაკუთრებით გზის სველი ზედაპირის არსებობისას) შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლის დაკარგვა.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება