ბილეთი №905 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„ნებადართული მაქსიმალური მასა“ არის:
- ამოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით
- ბტვირთით და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი
- გდატვირთული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება✓ სწორი პასუხი
რატომ?
ნებადართული მაქსიმალური მასა არის დატვირთული სატრანსპორტო საშუალების უდიდესი მასა, რომელსაც დასაშვებად აცხადებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, სადაც სატრანსპორტო საშუალებაა დარეგისტრირებული. ქარხანა ამ ზღვარს არ ადგენს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 52-ე პუნქტის თანახმად, „ნებადართული მაქსიმალური მასა“ (დასაშვები წონა) - დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება.