ავტოსკოლა

ბილეთი №906 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია

„ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება“ არის:

  1. აძრავიანი ან უძრავო სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს
  2. ბძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს ან რომელიც აღნიშულ სიჩქარეს ვერ აჭარბებს, ან ეკრძალება გადაჭარბება ისეთი მიზეზით, რომელიც არ არის დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადებთან✓ სწორი პასუხი
  3. გნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გზაზე გადაადგილდება არა უმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით

რატომ?

ნელმავალია ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე 40 კმ/სთ-ს არ აღემატება. ისიც ნელმავალია, რომელიც ამ სიჩქარეს ვერ სცილდება ან რომელსაც გადაჭარბება ეკრძალება, თუ მიზეზი ნაკადთან არ არის დაკავშირებული. ზღვარი 40 კმ/სთ-ია, 45 ან 50 კი არა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 53-ე პუნქტის თანახმად, „ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება“ - ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს ან რომელიც აღნიშულ სიჩქარეს ვერ აჭარბებს ან ეკრძალება გადაჭარბება ისეთი მიზეზით, რომელიც არ არის დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადებთან.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია