ბილეთი №943 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
ავტომზიდის ან კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება ითვლება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ სავალი ნაწილის ზედაპირიდან მისი სიმაღლე:
- ააღემატება 2,30 მეტრს, მაგრამ არ აღემატება 3,50 მეტრს
- ბაღემატება 3,50 მეტრს, მაგრამ არ აღემატება 4,30 მეტრს
- გაღემატება 4,30 მეტრს✓ სწორი პასუხი
რატომ?
ავტომზიდის ან კონტეინერის გადაზიდვისას მანქანა არაგაბარიტულად ითვლება, თუ სავალი ნაწილიდან მისი სიმაღლე 4,30 მ-ზე მეტია. ყველა სხვა შემთხვევაში ზღვარი 4 მ-ია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი პარამეტრები აღემატება შემდეგი მაჩვენებლებიდან ერთ-ერთს მაინც: ა) სიმაღლე (სავალი ნაწილის ზედაპირიდან) - ავტომზიდის ან კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში – 4,30 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში - 4 მეტრს.