ავტოსკოლა

ბილეთი №944 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

გარდა ავტომზიდისა ან კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევებისა, სატრანსპორტო საშუალება ითვლება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ სავალი ნაწილის ზედაპირიდან მისი სიმაღლე:

  1. ააღემატება 2 მეტრს, მაგრამ არ აღემატება 3 მეტრს
  2. ბაღემატება 3 მეტრს, მაგრამ არ აღემატება 3,70 მეტრს
  3. გაღემატება 4 მეტრს✓ სწორი პასუხი

რატომ?

ავტომზიდისა და კონტეინერის გადაზიდვის გარდა, მანქანა არაგაბარიტულად ითვლება, თუ სავალი ნაწილიდან მისი სიმაღლე 4 მ-ზე მეტია. ავტომზიდისა და კონტეინერისთვის ზღვარი 4,30 მ-ია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი პარამეტრები აღემატება შემდეგი მაჩვენებლებიდან ერთ-ერთს მაინც: ა) სიმაღლე (სავალი ნაწილის ზედაპირიდან) - ავტომზიდის ან კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში – 4,30 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში - 4 მეტრს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი