ბილეთი №97 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ტრაქტორის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- ბმხოლოდ მეხრეს მიმართ✓ სწორი პასუხი
- გროგორც მსუბუქი ავტომობილის, ასევე მეხრეს მიმართ
რატომ?
მარცხნივ მოხვევისას გზას უთმობ საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს. გრუნტოვი გზიდან ჩვეულებრივ გზაზე გასვლისას კი გზას უთმობ იმას, ვინც ამ გზაზე მოძრაობს. ამ წესებით ტრაქტორის მძღოლი გზას მხოლოდ მეხრეს უთმობს, მსუბუქ ავტომობილს — არა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თუ საგზაო ნიშნით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გრუნტოვანი გზიდან იმ გზაზე გასვლისას, რომელიც არ არის გრუნტოვანი გზა, მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.