ავტოსკოლა

ბილეთი №137 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოიქმნება გზის დათმობის ვალდებულება თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოიქმნება გზის დათმობის ვალდებულება თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს…
  1. ამხოლოდ მოტოციკლის მძღოლის მიმართ
  2. ბმხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ
  3. გროგორც მოტოციკლის მძღოლის, ასევე ტრამვაის მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი

რატომ?

მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას გზას უთმობ გზაზე მოძრავ ყველა სატრანსპორტო საშუალებას და ქვეითს. მარცხნივ მოხვევისას ან გზაჯვარედინის გარეთ მობრუნებისას კი — საპირისპირო მიმართულებით მოძრავს და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაისაც. ამ წესებით თეთრმა მსუბუქმა გზა მოტოციკლსაც უნდა დაუთმოს და ტრამვაისაც.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტების თანახმად: 3. მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის. 9. მარცხნივ მოხვევისას ან გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი