ბილეთი №971 · მოძრაობის სიჩქარე
დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სახიფათო ტვირთის გადამზიდავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით, სავალდებულოა:
- ამხოლოდ წინა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა
- ბმხოლოდ უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა
- გახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა✓ სწორი პასუხი
რატომ?
დღის ნათელ დროსაც არაგაბარიტული, ზენორმატიული და სახიფათო ტვირთის გადამზიდი მანქანის აღსანიშნავად ახლო ნათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები უნდა ჩაირთოს. ასეთი მანქანა სხვებისთვის უფრო შესამჩნევი უნდა იყოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: გ) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას.