ბილეთი №992 · მოძრაობის სიჩქარე
იმ საჭაპნო ტრანსპორტზე, რომლის სიგანე 1 მ-ს არ აღემატება, სავალდებულოა დაყენდეს:
- ასულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე
- ბწინ - ერთი თეთრი სინათლე და უკან - ერთი წითელი სინათლე
- გუკან, მარცხენა მხარეს, ან ცენტრში - ერთი შუქამრეკლი მოწყობილობა✓ სწორი პასუხი
რატომ?
საჭაპანო ტრანსპორტზე, რომლის სიგანე 1 მ-ს არ აღემატება, ფარანი სავალდებულო არ არის, მაგრამ უკან, მარცხენა მხარეს ან ცენტრში ერთი შუქამრეკლი უნდა იყოს. ღამით უკნიდან მომავალი მანქანის ფარები ამ შუქამრეკლს ანათებს და ტრანსპორტი ჩანს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ფარანი არ არის აუცილებელი იმ საჭაპანო ტრანსპორტისათვის, რომლის სიგანე 1 მეტრს არ აღემატება, მაგრამ ამ შემთხვევაში უკან, მარცხენა მხარეს, ან ცენტრში დაყენებული უნდა იყოს ერთი შუქამრეკლი მოწყობილობა.