ბილეთი №991 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
ხელით გადასაადგილებელ ურიკებს, რომელთა სიგანე ერთ მეტრს აღემატება, უნდა ჰქონდეს, სულ მცირე:
- აერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და ერთი უკანა წითელი სინათლე✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ ერთი წინა ყვითელი ან თეთრი სელექციური სინათლე
- გმხოლოდ ერთი უკანა წითელი სინათლე
რატომ?
ხელით გადასაადგილებელ ურიკას, რომლის სიგანე 1 მეტრს აღემატება, სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სინათლე და ერთი უკანა წითელი სინათლე უნდა ჰქონდეს. ორივე ერთი ფარნიდანაც შეიძლება იყოს, რომელიც ურიკის მარცხენა მხარეს განთავსდება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ურიკას, რომელიც ხელით გადაადგილდება, უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და სულ მცირე ერთი უკანა წითელი სინათლე. ამ ორი სინათლის წყარო შეიძლება იყოს ერთი ფარანი, რომელიც განლაგებული უნდა იყოს ურიკის მარცხენა მხარეს. ფარანი არ არის აუცილებელი იმ ხელის ურიკისათვის, რომლის სიგანე 1 მეტრს არ აღემატება.