ავტოსკოლა

ბილეთი №997 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა

სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას შესაბმელი, სასაპალნე ან საჯდომი პირუტყვის ან ნახირის მეხრეებმა, მოძრაობის მარცხენა მხრიდან უნდა იქონიონ:

  1. ამხოლოდ წინ -სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე
  2. ბმხოლოდ უკან - სულ მცირე ერთი წითელი სინათლე
  3. გწინ -სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე, ხოლო უკან - სულ მცირე ერთი წითელი სინათლე✓ სწორი პასუხი

რატომ?

ღამით სავალ ნაწილზე მეხრეს მოძრაობის მარცხენა მხარეს სინათლე უნდა ჰქონდეს: წინ სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი, უკან სულ მცირე ერთი წითელი. ასე მას წინიდანაც და უკნიდანაც მომავალი მძღოლი დროულად შეამჩნევს, ამიტომ ერთი მხარე არ კმარა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას: ბ) შესაბმელი, სასაპალნე ან დასაჯდომი პირუტყვის ან ნახირის მეხრემ მოძრაობის მარცხენა მხრიდან უნდა იქონიოს სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან. ამ სინათლის წყაროდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი მოწყობილობა.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა