ბილეთი №999 · უწესივრობა და მართვის პირობები
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია მკვრივი საფარის მქონე გვერდულზე. დაარღვევს თუ არა იგი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში არ ჩართავს საგაბარიტო სინათლეებს?

- ადაარღვევს✓ სწორი პასუხი
- ბარ დაარღვევს
რატომ?
გარე სინათლეების ჩაურთველად დგომა შეიძლება მხოლოდ სავალი ნაწილისა და მკვრივი საფარის მქონე გვერდულების მიღმა. თვითონ გვერდული ამ გამონაკლისში არ შედის, ამიტომ მასზე მდგარმა მძღოლმა არასაკმარის ხილვადობაში საგაბარიტო სინათლეები უნდა ჩართოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ბ) სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა.