ბილეთი №1001 · უწესივრობა და მართვის პირობები
არღვევს თუ არა მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში სურათზე მითითებულ ადგილას ავტომანქანა გაჩერებულია გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად?

- აარღვევს
- ბარ არღვევს✓ სწორი პასუხი
რატომ?
არასაკმარის ხილვადობაში გაჩერებულ მანქანას საგაბარიტო სინათლეები უნდა ჰქონდეს ჩართული. გამონაკლისია ადგილი, რომელიც სავალი ნაწილისა და მკვრივი საფარის მქონე გვერდულების მიღმაა: იქ სინათლის გარეშე დგომა დასაშვებია და სურათზე მითითებული ადგილი სწორედ ამ გამონაკლისს ჯდება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ბ) სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა.