ავტოსკოლა

ამკრძალავი ნიშნები

ნიშანი 3.33 „ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“

ნიშანი 3.33 ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია

რას ნიშნავს

ეს ნიშანი უფრო ვიწროა: კრძალავს მხოლოდ ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდ მანქანას, რომელსაც „სახიფათო ტვირთის“ საცნობი ნიშანი უნდა ჰქონდეს. ავარიისას ასეთი ტვირთი ხანძარს ან აფეთქებას იწვევს, ამიტომ მას ხალხმრავალ ადგილებში არ უშვებენ.

კანონის ტექსტი

კრძალავს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული, 1.22–2.4, 3.1, 3.2, 5.2 კლასის ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად… კრძალავს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული, 1.22–2.4, 3.1, 3.2, 5.2 კლასის ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით სახიფათო ტვირთი. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშანი იდგმება სახიფათო, ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი მარშრუტიდან გადახვევის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე მითითებული სატრანსპორტო საშუალებებით ისეთ გზაზე ან რაიონში შესვლის აკრძალვისათვის, სადაც ისინი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან ადამიანებს.

ბილეთები ამ ნიშანზე (2)

ამკრძალავი ნიშნები