ავტოსკოლა

ბილეთი №742 · ამკრძალავი ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ფეთქებადი და ადვილადაალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ფეთქებადი და ადვილადაალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების…
  1. აI
  2. ბII
  3. გIII✓ სწორი პასუხი
  4. დIV

რატომ?

ეს ნიშანი გზას კეტავს იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ფეთქებად და ადვილად აალებად ტვირთს ეზიდებიან და საცნობი ნიშანი „სახიფათო ტვირთი“ უნდა ჰქონდეთ. ყველა სახიფათო ტვირთის გადამზიდს კი სხვა ნიშანი კრძალავს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.33 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.33 „ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული 1.22–2.4, 3.1, 3.2, 5.2 კლასის ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი”.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ამკრძალავი ნიშნები