ამკრძალავი ნიშნები
ნიშანი 3.32 „სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“
რას ნიშნავს
ამ გზაზე ვერ იმოძრავებს მანქანა, რომელიც სახიფათო ტვირთს ეზიდება და ამიტომ „სახიფათო ტვირთის“ საცნობი ნიშანი უნდა ჰქონდეს. ასეთ ნიშნებს დგამენ, რომ ეს მანქანები თავის მარშრუტს არ გადაუხვიონ და ხალხმრავალ ადგილებში არ შევიდნენ. აკრძალვა ორივე მიმართულებით მოქმედებს.
კანონის ტექსტი
კრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით. კრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშანი იდგმება სახიფათო, ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი მარშრუტიდან გადახვევის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე მითითებული სატრანსპორტო საშუალებებით ისეთ გზაზე ან რაიონში შესვლის აკრძალვისათვის, სადაც ისინი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან ადამიანებს.