ავტოსკოლა

ბილეთი №250 · მოძრაობის სიჩქარე

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში, გზის მითითებულ მონაკვეთზე?

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში, გზის მითითებულ…
  1. ა50 კმ/სთ სიჩქარით
  2. ბ60 კმ/სთ სიჩქარით
  3. გ80 კმ/სთ სიჩქარით
  4. დ90 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი

რატომ?

ნიშანი „რეკომენდებული სიჩქარე“ მხოლოდ გირჩევს, რა სიჩქარით იმოძრაო ამ მონაკვეთზე, ზღვარს კი არ ადგენს. ამიტომ გზის ჩვეულებრივი ზღვარი მოქმედებს: „B“ კატეგორიის ავტომობილს, მისაბმელის გარეშე, სხვა გზაზე 90 კმ/სთ შეუძლია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ბ) B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისა: ბ.ა) თუ ისინი არ ახორციელებენ მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალებზე - არაუმეტეს 110 კმ/სთ, ხოლო სხვა გზებზე - არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის პირველი დანართის 7.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.2 „რეკომენდებული სიჩქარე“ - მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად − სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის სიჩქარე