ავტოსკოლა

საგზაო მონიშვნა

მონიშვნა 1.6 „მიახლოების ხაზი“

მონიშვნა 1.6 მიახლოების ხაზი

რას ნიშნავს

ეს წყვეტილი ხაზია გრძელი შტრიხებით — სამჯერ გრძელით, ვიდრე შუალედი. ის გაფრთხილებს, რომ მალე უწყვეტი ხაზი იწყება, ამიტომ გასწრება დროულად დაასრულე ან საერთოდ ნუ დაიწყებ. მისი გადაკვეთა ჯერ კიდევ შეიძლება.

კანონის ტექსტი

აფრთხილებს საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ. 1.6 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან. მიახლოების ხაზი – (წყვეტილი ხაზი, რომლის შტრიხების სიგრძე სამჯერ აღემატება მათ შორის არსებულ შუალედებს) აფრთხილებს საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ. 1.6 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

საგზაო მონიშვნა