ავტოსკოლა

საგზაო მონიშვნა

მონიშვნა 1.8 „განიერი წყვეტილი ხაზი“

მონიშვნა 1.8 განიერი წყვეტილი ხაზი

რას ნიშნავს

განიერი წყვეტილი ხაზი ძირითად ზოლს გაქანების ან დამუხრუჭების ზოლისგან ყოფს — მაგალითად, გზაზე ჩართვისას, გასასვლელთან ან ავტობუსის გაჩერებასთან. მისი გადაკვეთა ნებისმიერი მხრიდან შეიძლება.

კანონის ტექსტი

აღნიშნავს საზღვრებს გაქანების ან დამუხრუჭების ზოლებსა და სავალი ნაწილის ძირითად ზოლს შორის. 1.8 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან. განიერი წყვეტილი ხაზი - აღნიშნავს საზღვრებს გაქანების ან დამუხრუჭების ზოლებსა და სავალი ნაწილის ძირითად ზოლს შორის (გზაჯვარედინზე, სხვადასხვა დონეზე გზების გადაკვეთაზე, ავტობუსის გაჩერების ზონაში და სხვა). 1.8 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

საგზაო მონიშვნა