ავტოსკოლა

საგზაო მონიშვნა

მონიშვნა 1.5 „წყვეტილი ხაზი“

მონიშვნა 1.5 წყვეტილი ხაზი

რას ნიშნავს

წყვეტილი ხაზი ზოლებს ყოფს და მისი გადაკვეთა ნებისმიერი მხრიდან შეიძლება — მაგალითად, გასასწრებად ან ზოლის შესაცვლელად, თუ სხვა წესი არ კრძალავს. ორ- და სამზოლიან გზაზე ის საპირისპირო ნაკადებსაც ყოფს.

კანონის ტექსტი

ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

ბილეთები ამ მონიშვნაზე (5)

საგზაო მონიშვნა