ბილეთი №1002 · სპეციალური სიგნალის გამოყენება
ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლი, მიუხედავად საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებისა, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ სარგებლობს პრიორიტეტით, თუ ჩართული აქვს:
- ალურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი
- ბლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალები
- გლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები✓ სწორი პასუხი
რატომ?
სხვა მძღოლებზე უპირატესობის მისაღებად ოპერატიულმა მძღოლმა ორივე უნდა ჩართოს: ლურჯი მოელვარე ციმციმა და ხმოვანი სიგნალი. წითელი ციმციმა შეიძლება დამატებით ჩაირთოს, მაგრამ უპირატესობა მასზე არ არის დამოკიდებული. მარტო ციმციმა საკმარისი არ არის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ.