ბილეთი №1014 · სპეციალური სიგნალის გამოყენება
რომელი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს შუქნიშნის ამ სიგნალზე, თუ ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?

- ამხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
- ბმხოლოდ მარჯვნივ
- გყველა მიმართულებით✓ სწორი პასუხი
- დმხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
რატომ?
ლურჯი ციმციმა სიგნალით სამსახურებრივ დავალებაზე მყოფ ოპერატიულ მძღოლს საგზაო ნიშნებისა და მანევრირების ზოგიერთი წესიდან გადახვევა შეუძლია. ამიტომ ყველა მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს — ოღონდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვით.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს.