ბილეთი №1030 · საავარიო შუქური სიგნალიზაცია
სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:
- ამიმდებარე ტერიტორიიდან საავტომობილო გზაზე გასვლისას
- ბთუ ავარიაში მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა გზის სავალი ნაწილიდან დაუყოვნებლივ შეუძლებელია✓ სწორი პასუხი
- გუკუსვლით მოძრაობისას
რატომ?
საავარიო შუქსიგნალიზაცია სხვა მძღოლების გასაფრთხილებლადაა და უნდა ჩაირთოს, როცა ავარიაში მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული მანქანის სავალი ნაწილიდან დაუყოვნებლივ გაყვანა შეუძლებელია და ის სხვებს ხელს უშლის. გზაზე გამოსვლისას ან უკუსვლისას ეს სიგნალი არ გჭირდება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.