ავტოსკოლა

ბილეთი №1032 · საავარიო შუქური სიგნალიზაცია

სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:

  1. აორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას
  2. ბგზაჯვარედინის მიღმა, მობრუნებისას
  3. გშემხვედრი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების სინათლით თვალის მოჭრის დროს, თუ იგი იძულებულია გაჩერდეს✓ სწორი პასუხი

რატომ?

საავარიო შუქსიგნალიზაცია ჩართე, როცა შემხვედრი მანქანის ფარებმა თვალი მოგჭრა და იძულებული ხარ გაჩერდე. ასე უკნიდან მომავალი მძღოლები მიხვდებიან, რომ ჩერდები.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: გ) მძღოლისთვის შემხვედრი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის დროს, თუ იგი იძულებულია გაჩერდეს.

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საავარიო შუქური სიგნალიზაცია