ბილეთი №1043 · გაჩერება დგომა
სურათზე მითითებულ რომელ ადგილას გაჩერების შემთხვევაში დაარღვეს ბავშვთა ჯგუფის გადამყვანი ავტობუსის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არ ჩართავს საავარიო შუქსიგნალიზაციას?

- ამხოლოდ A ადგილას
- ბმხოლოდ B ადგილას
- გროგორც A, ასევე B ადგილას✓ სწორი პასუხი
რატომ?
ბავშვთა ჯგუფის გადამყვანი ავტობუსის გაჩერებისას მძღოლმა საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩართოს. A და B ადგილას გაჩერებისას ამის გარეშე წესი ირღვევა, რადგან ბავშვები სწორედ იქ ჩამოდიან და სავალ ნაწილთან ახლოს არიან.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბავშვთა ჯგუფის გადამყვან ავტობუსზე დამაგრებული უნდა იყოს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“. ავტობუსის გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. ბავშვების თანმხლები სრულწლოვანი პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების ავტობუსში ჩასხდომა და ავტობუსიდან გადმოსხდომა, აგრეთვე ბავშვების მიერ გზის სავალი ნაწილის უსაფრთხო გადაკვეთა.