ბილეთი №1068 · მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
- აარ მუშაობს გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა
- ბგაუმართავია სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობა✓ სწორი პასუხი
- გარ მუშაობს სპიდომეტრი
- დამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
რატომ?
მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას მოძრაობა აკრძალულია, რადგან მისაბმელი შეიძლება მოსწყდეს და სხვა მონაწილეებს საფრთხე შეუქმნას. იგივე ეხება მუშა სამუხრუჭო სისტემასა და საჭის მექანიზმს: ამ სამი რამის გაუმართაობისას მოძრაობა არ შეიძლება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.