ბილეთი №1074 · ადმინისტრაციული კანონი
თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, ვალდებულია:
- აგადაიყვანოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში და იქ განაცხადოს მომხდარი ფაქტის შესახებ
- ბშეადგინოს შემთხვევის სქემა, ჩამოართვას ჩვენებები თვითმხილველებს და აღნიშნული დოკუმენტები წარადგინოს საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში
- გდარჩეს შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას✓ სწორი პასუხი
რატომ?
თუ სამკურნალოში წასვლის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, შემთხვევის ადგილზე უნდა დარჩე და უფლებამოსილ პირს დაელოდო. როცა მონაწილეები და მანქანები ადგილზეა, უფლებამოსილ პირს მომხდარის სწორად აღწერა შეუძლია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია: გ) მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს და, თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას.