ბილეთი №1073 · ადმინისტრაციული კანონი
ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დარწმუნდეს რომ ავარიის შემთხვევის შედეგად არ არიან დაშავებულები ან დაღუპულები?
- ავალდებულია✓ სწორი პასუხი
- ბვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ექიმია
- გარ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას
- დარ არის ვალდებული, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა მისი ბრალით
რატომ?
ავარიაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. ამ ვალდებულებას არ აუქმებს არც ის, რომ ბრალი შენი არაა, არც სასწრაფოს გამოძახება და არც ის, რომ ექიმი არა ხარ. ჯერ უნდა გაარკვიო, ვის სჭირდება დახმარება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ბ) დარწმუნდეს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.