ბილეთი №1097 · გზაჯვარედინის გავლა
„D“კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს უფლება აქვს მართოს „D“ კატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა:
- ააღემატება 1 500 კგ-ს
- ბაღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 1 500 კგ-ს
- გარ აღემატება 750 კგ-ს✓ სწორი პასუხი
რატომ?
„D“ კატეგორიის უფლებით „D“ ავტომობილს მისაბმელიც შეიძლება გაებას, თუ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს არ აღემატება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: დ) „D“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, აგრეთვე „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი