ბილეთი №1107 · გზაჯვარედინის გავლა
"C1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც მიეკუთვნება "D" კატეგორიას), ავტომობილი, რომლის ნებადართული მასა:
- აარ აღემატება 3 500 კგ-ს
- ბაღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს✓ სწორი პასუხი
- გაღემატება 7 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 12 000 კგ-ს
რატომ?
„C1“ ქვეკატეგორიის უფლება გაძლევს ისეთი ავტომობილის მართვას, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ზე მეტია, მაგრამ 7 500 კგ-ს არ აღემატება, გარდა „D“ კატეგორიის ავტომობილისა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად��) „C1“ − ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი