ავტოსკოლა

ბილეთი №1112 · გზაჯვარედინის გავლა

აქვს თუ არა უფლება „D1E“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, მართოს „D1“ კატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12000 კგ-ს?

  1. აარ აქვს უფლება
  2. ბაქვს უფლება✓ სწორი პასუხი

რატომ?

„D1E“ ქვეკატეგორიის უფლებით შეგიძლია „D1“ ავტომობილი მისაბმელით მართო, რომლის ნებადართული მასა 750 კგ-ზე მეტია, თუ მთელი შემადგენლობის საერთო მასა 12 000 კგ-ს არ აღემატება და მისაბმელი მგზავრების გადასაყვანად არ არის განკუთვნილი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: ვ) „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა