ბილეთი №1109 · გზაჯვარედინის გავლა
"D1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის:
- ადასასხდომი ადგილების რაოდენობა აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს✓ სწორი პასუხი
- ბდასასხდომი ადგილების რაოდენობა აღემატება 16-ს, მაგრამ არ აღემატება 30-ს
- გდასასხდომი ადგილების რაოდენობა აღემატება 14-ს, მაგრამ არ აღემატება 24-ს
რატომ?
„D1“ ქვეკატეგორია მგზავრთა გადასაყვანი ავტომობილისთვისაა, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, მძღოლის ადგილის გარდა, 8-ზე მეტია, მაგრამ 16-ს არ აღემატება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად ე) „D1“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი