ბილეთი №1116 · გზაჯვარედინის გავლა
„D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე რომელი ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს?
- ა„A1“
- ბ„C1“ და „D1“
- გ„D1“ და „D1E“
- დ„D1“✓ სწორი პასუხი
რატომ?
„A“, „B“, „C“ ან „D“ კატეგორიის უფლების მქონე პირს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული ქვეკატეგორიაც შეუძლია მართოს. ამიტომ „D“ კატეგორიით „D1“ ქვეკატეგორიასაც მართავ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“ ან „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „A1“, „B1“, „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი