ავტოსკოლა

ბილეთი №112 · გზაჯვარედინის გავლა

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ყვითელი ავტობუსის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ყვითელი ავტობუსის მძღოლს ისრის…
  1. ამხოლოდ მოტოციკლის მძღოლის მიმართ
  2. ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
  3. გროგორც მოტოციკლის, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ
  4. დარცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი

რატომ?

მთავარ გზაზე მოძრავს მეორეხარისხოვანი გზიდან მომავალი უთმობს. თუ მთავარი გზა მიმართულებას იცვლის, მასზე მოძრავები თანაბარი გზების წესით უთმობენ ერთმანეთს. ამ სიტუაციაში ყვითელ ავტობუსს არცერთი სატრანსპორტო საშუალებისთვის არ უწევს გზის დათმობა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა