ბილეთი №114 · გზაჯვარედინის გავლა
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ მწვანე მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- ბმხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
- გროგორც სატვირთო, ასევე მწვანე მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი
- დარცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ
რატომ?
მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას, საითაც არ უნდა გაემართონ ისინი. ამიტომ ლურჯმა მსუბუქმა გზა სატვირთოსაც უნდა დაუთმოს და მწვანე მსუბუქსაც.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი