ავტოსკოლა

ბილეთი №120 · გზაჯვარედინის გავლა

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მწვანე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მწვანე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის…
  1. ამხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
  2. ბმხოლოდ შავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
  3. გროგორც სატვირთო ავტომობილის, ასევე შავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ
  4. დარცერთი ავტომობილის მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი

რატომ?

მეორეხარისხოვან გზაზე მთავარიდან მოახლოებულს უთმობ, მარცხნივ მოხვევისას კი — საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს. ამ წესებით მწვანე მსუბუქს არც სატვირთოსთვის უწევს გზის დათმობა, არც შავი მსუბუქისთვის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა