ავტოსკოლა

ბილეთი №1121 · გზაჯვარედინის გავლა

აქვს თუ არა უფლება „C1E“ და „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება?

  1. ააქვს უფლება✓ სწორი პასუხი
  2. ბარ აქვს უფლება

რატომ?

„C1E“ ქვეკატეგორიის უფლების მქონე პირს, რომელსაც „D1“ ქვეკატეგორიის უფლებაც აქვს, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვაც შეუძლია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა