ბილეთი №1123 · გზაჯვარედინის გავლა
„C“ კატეგორიის ავტომობილის მართვის უფლების მქონე პირს, მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, უფლება აქვს დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით გადაიყვანოს მგზავრები, თუ მძღოლის გარდა მგზავრთა რაოდენობა:
- ააღემატება 8-ს
- ბარ აღემატება 8-ს✓ სწორი პასუხი
რატომ?
„C“ კატეგორიის უფლების მქონე პირს მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ მოწყობილი სატვირთოს ძარით მგზავრების გადაყვანა შეუძლია, თუ მძღოლის გარდა მგზავრების რაოდენობა 8-ს არ აღემატება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან 1 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიყვანოს მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარათი, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი