ავტოსკოლა

ბილეთი №1131 · სასწავლო სვლა

სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია იმ გზებზე, რომელთა სიაც დადგენილი წესით მტკიცდება:

  1. აადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ✓ სწორი პასუხი
  2. ბმძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულების ხელმძღვანელობის მიერ
  3. გინსტრუქტორ-მასწავლებლის გადაწყვეტილებით

რატომ?

სასწავლო სვლა გზაზე შეიძლება მხოლოდ იმ გზებზე, რომელთა სიას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ამტკიცებენ. სხვა გზებზე მოსწავლეს ვერ ატარებ.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე, აგრეთვე იმ გზებზე, რომელთა სიასაც დადგენილი წესით ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სასწავლო სვლა