ბილეთი №1149 · მიმთითებელი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილ ბილიკს, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან?

- აI
- ბII✓ სწორი პასუხი
- გIII
- დIV
რატომ?
ნიშანი „ველობილიკი“ აღნიშნავს ველოსიპედით მოძრაობისთვის განკუთვნილ ბილიკს, რომელიც სხვა გზისგან ან გზის სხვა ელემენტებისგან კონსტრუქციულად გამოყოფილია. მას ველობილიკის დასაწყისში აყენებენ და გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ ისევ იმეორებენ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.4 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.4 „ველობილიკი” - ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი ბილიკი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან. 4.4 ნიშანს ძირითად ნიშნად დგამენ ველობილიკის დასაწყისში, განმეორებითად კი − გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით