ავტოსკოლა

ბილეთი №1150 · გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილ, გზისგან განცალკევებულ ბილიკს?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილ, გზისგან განცალკევებულ ბილიკს?
  1. აI
  2. ბII
  3. გIII✓ სწორი პასუხი
  4. დIV

რატომ?

ნიშანი „ქვეითთა ბილიკი“ აღნიშნავს ქვეითთა მოძრაობისთვის განკუთვნილ, გზისგან განცალკევებულ ბილიკს. ძირითადი ნიშანი ბილიკის დასაწყისში დგას, განმეორებითი კი — გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.5 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.5 „ქვეითთა ბილიკი” - ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი. 4.5 ნიშანს ძირითად ნიშნად დგამენ ქვეითთა ბილიკის დასაწყისში, განმეორებითად კი − გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი