ბილეთი №1157 · მიმთითებელი ნიშნები
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:

- ამხოლოდ მარცხნივ
- ბმხოლოდ უკუმიმართულებით (მობრუნება)
- გმარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)✓ სწორი პასუხი
რატომ?
როცა დროებითი ნიშანი სტაციონარულს ეწინააღმდეგება, დროებითი უნდა შეასრულო. ნიშანი, რომელიც მარცხნივ მოხვევას რთავს, მობრუნებასაც რთავს, ამიტომ აქ მარცხნივ მოხვევა და მობრუნება შეიძლება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ გზაზე დროებით გადასატან სადგარზე ან საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებულია საგზაო ნიშანი (შემდგომ − დროებითი საგზაო ნიშანი), რომლის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები. ამავე კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 4.1.1−4.1.6 ნიშნები რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას, ხოლო ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით