ბილეთი №1155 · მიმთითებელი ნიშნები
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:

- ამხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
- ბმხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
- გმხოლოდ პირდაპირ
- დყველა მიმართულებით✓ სწორი პასუხი
რატომ?
ნიშანი „მოძრაობა პირდაპირ“ მხოლოდ უახლოეს გზაჯვარედინამდე მოქმედებს და ეზოში მოხვევას არ კრძალავს. ამ შემთხვევაში ის მძღოლს აღარ ზღუდავს, ამიტომ ყველა მიმართულებაა ნებადართული.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. 4.1.1 ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ ეზოში მოხვევას და სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლას.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით