ბილეთი №115 · შუქნიშნის სიგნალები
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, შუქნიშნის ამ სიგნალზე?

- ათეთრი ავტომობილის მძღოლს
- ბმწვანე ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
რატომ?
როცა შუქნიშანი გავლის უფლებას გაძლევს, მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას მაინც უნდა დაუთმო გზა საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს, რადგან მის ზოლს კვეთ. ამიტომ გზა მწვანე ავტომობილმა უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებმაც.