ბილეთი №116 · შუქნიშნის სიგნალები
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- აყვითელი ავტომობილის მძღოლს
- ბცისფერი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
რატომ?
თუ დამატებით სექციაში ისარია ჩართული, ძირითადი სიგნალი კი ყვითელია ან წითელი, ისრის მიმართულებით გასვლა შეგიძლია, მაგრამ გზა უნდა დაუთმო სხვა მიმართულებიდან მოძრავს. ისარი გზას გიხსნის, უპირატესობას კი არა. ამიტომ გზა ცისფერმა ავტომობილმა უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაო¬ბისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.