ბილეთი №126 · შუქნიშნის სიგნალები
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- აწითელი ავტომობილის მძღოლს
- ბთეთრი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
რატომ?
მწვანე შუქი გავლის უფლებას გაძლევს, მაგრამ მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას მაინც უნდა დაუთმო გზა საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს. ეს წესი თეთრ ავტომობილს ეხება, ამიტომ გზა მან უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებმაც.